თეგებით ძიება

"იწყებენ წიწაკის სპრეით. ამ დროს, სპეცრაზმისკენ დგებიან მეგრელები" - სახალისო პოსტი, რომელიც ვირუსულად ვრელდება

ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან დახასიათებული აქციებზე.

"რა გვასწავლა აქციების დაშლის პრაქტიკამ, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში:

- იწყებენ წიწაკის სპრეით. ამ დროს წინა რიგებში, სპეცრაზმისკენ დგებიან მეგრელები

- როცა უკვე სუნთქვა შეუძლებელი ხდება, წინა რიგებში ინაცვლებენ რუსთაველები, კასპელები, ზესტაფონელები და ჭიათურლები

- წყლის ჭავლს რომ გამოუშვებენ, წინა რიგებში გადადიან ბათუმელები

- როცა შემაწუხებელ სირენას რთავენ, ამ დროს ინიციატივას ხელში იღებენ გურული ქალების ქმრები

- როცა სპეცრაზმი რბევას იწყებს და ვხედავთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვერევით, ამ დროს ქუთაისლები უდგებიან წინ და „ებაზრებიან“

- თუ არაფერი ჭრის და გაზს, წყალს, იარაღს ერთად იყენებენ, უტევენ სვანები, მთიულები, ხევსურები და გორელები მოულოდნელად ესხმიან თავზე ტროტუარებიდან!

მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს გულიანი, პოლიფონიური კახური გინების ფონზე.

ძალა ერთობაშია! ", - წერს ბესო ნამჩავაძე.

შგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს, თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. აქციაზე სპეცრაზმიც გამოიყვანეს. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა