თეგებით ძიება

"ეს ყველანაირ ზღვარს სცდება და მინდა, რომ გალიდერდეს!" - გურამ შეროზია კრისტი აბაკუმოვაზე

რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ამავე პროექტის მესამე სეზონის მონაწილის, კრისტი აბაკუმოვას შესახებ წერს და მას მხარდაჭერას უცხადებს.

"თავიდან საკმაოდ გამაღიზიანა, ხან მერსი მომაგონა, ხან სხვები...

მაგრამ რაც ამ სერიაში ვნახე - ეს ყველანაირ ზღვარს სცდება და მინდა, რომ გალიდერდეს! გუშინ ივენთზე ვიყავი და არ ვიცი, ისეთები ვნახე - ალბათ გავა ეთერში, რა აღარ ეძახეს. კოსტა მედგა გვერდით და გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს 

რაც არ უნდა დაეშავებინა (არ ვიცი, ვერ ვუყურებ ძალიან დეტალურად) - ასე ყველას ერთად გაერთიანება და გადავლა ადამიანზე - არის ყოვლად მიუღებელი.

სმს ლიდერობას ვუსურვებ ამ გოგოს, ვიცი, ძლიერია და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს", - წერს გურამ შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა