ვინ არის 14 წლის ბიჭი, რომლის მამა აგვისტოს ომში დაღუპული გმირია? - ახალი დეტალები
ცნობილი ხდება ვინ არის 14 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში გამართული აქციაზე დაკავებისას აცხადებდა, რომ გმირის შვილია.
"14 წლის ბიჭი, რომელიც დაკავებისას ყვიროდა “გმირის შვილი ვარ”, აგვისტოს ომის გმირის და რუსების მიერ მოკლული ჯარისკაცის, თამაზ ნიკიტინის შვილი, საბა აღმოჩნდა", - წერს ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.