თეგებით ძიება

ვინ არის ქალი, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ იქცა?

ცნობილი ხდება ვინ არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი, ევროკავშირის დროშით.

გავრცელებული ინფორმაციით ის ნანა მალაშხიაა.

მისმა ვიდეომ არამარტო ქართული, არამედ უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო და საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა.

ნანა მალაშხია მედიასთან კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა