"კონცერტს გაგიკეთებთ უფასოდ, ოღონდ აქციაზე სიარულს თავი დაანებეთ, გატყუებენ" - უცნობი ახალგაზრდებს მიმართავს (ვიდეო)
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული აქციებს ეხმაურება.
ის ახალგაზრდებს მიმართავს და ეუბნება, რომ ატყუებენ.
"იქ სიარულს თავი დაანებეთ, გატყუებენ! როცა მეტყვით, სადაც მეტყვით უფასო კონცერტს გაგიკეთებთ!“, - ამბობს უცნობი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.