თეგებით ძიება

"თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს" - რას წერს ნინო წილოსანი ყოფილ სახალხო დამცველზე?

პოლიტიკოსი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მასზე გაბრაზებულია.

წილოსანის თქმით, ლომჯარია მის შერცხვენას აპირებს.

"თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს… 

მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა…

მეორეც , მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია. 

აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის  და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს? ხელისუფლებაში რომ იყოს იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს…

პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკშვილის, ახალაიას , ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. 

კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!", - წერს წილოსანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა