თეგებით ძიება
11. 03. 2023 მსოფლიო

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა

უკრაინის დახმარება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, - აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა.

თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე ქვეყნების მიერ გვერდის ავლის აღსაკვეთად.

„ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს, უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით, რაც ზღუდავს და უფრო რთულს ხდის პუტინისთვის, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე, შეგვეძლო თუ არა საკმარისი გათხევადებული აირის მიწოდება, ჩვენ მივაწოდეთ ორჯერ მეტი. ამან იმუშავა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა