თეგებით ძიება

როგორ უნდა შეძლო ბედნიერების პოვნა?...

ძვირფას კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქალი ფსიქიატრთან მივიდა და უთხრა, რომ ის დეპრესიაში იყო და მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.

ფსიქიატრმა მოხუც ქალბატონს მოუხმო, რომელიც ოფისის იატაკებს ასუფთავებდა და სთხოვა მას, ვიზიტორისთვის საკუთარი ისტორია გაეზიარებინა. მოხუცმა ცოცხი დადო, სკამზე დაჯდა და თავისი ამბის მოყოლა დაიწყო...

„ჩემი ქმარი კიბოთი გარდაიცვალა. 3 თვის შემდეგ ჩემი ერთადერთი ვაჟი მანქანამ გაიტანა.. აღარავინ და არაფერი დამრჩა.. ვერ ვიძინებდი, ვერ ვჭამდი, ვერ ვიღიმოდი. თავის მოკვლაზე ვფიქრობდი.

შემდეგ, ერთ საღამოს, სამსახურიდან სახლში მომავალს, კნუტი გამომყვა. რატომღაც შემეცოდა ის კნუტი. გარეთ ციოდა, ამიტომ გადავწყვიტე კნუტი სახლში შემომეყვანა. კნუტს რძე დავუსხი და მანაც თეფში სუფთად მოლოკა.

მერე ფეხზე მომეფერა და, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, მე გავიღიმე. მერე გავჩერდი და ვფიქრობდი... თუ პატარა კნუტის დახმარებისას გამეღიმა, შეიძლება ადამიანებისთვის რაღაცის გაკეთებამაც გამახაროს.

მეორე დღეს ორცხობილა გამოვაცხვე და ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფ მეზობელს მივუტანე.

ყოველდღე ვცდილობდი ვინმესთვის რაიმე სასიამოვნო გამეკეთებინა. ძალიან მიხაროდა, რომ მათ ვაბედნიერებდი. დღეს მე არ ვიცნობ არავის, ვისაც ჩემზე ტკბილად სძინავს. სხვებზე ზრუნვაში ბედნიერება ვიპოვე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა