თეგებით ძიება

ნუ დაიზარებთ, მოდით აქციაზე - ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს 5 საათზე აქციაა პარლამენტთან ისევაა დაგეგმილი

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს 5 საათზე აქციაა პარლამენტთან ისევაა დაგეგმილი.

"დღეს, 5 საათზე, პარლამენტის წინ არის აქცია ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით. ეს სისტემა არის მორალისგან დაცლილი ბოროტება, რომელიც მხოლოდ აზიანებს ამ ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებას.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი, ვინ იქნება იქ, ვის რა ტრანსპარანტი ეკავება ხელში, ვინ ჩაიწერს ქულებს და ვინ რა ხასიათზე გაიღვიძებს.

არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ რუსული ტიპის რეჟიმს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის და რომელსაც ათი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისთვის (და ბევრი გააკეთა საპირისპირო მიზნისთვის), ასეთი ტიპის აქციით უკან ვერ დაახევინებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა