ბიძინა ივანიშვილმა არასწორად შეაფასა თავისი ხალხი, ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინმა უკრაინელები - CNN
CNN-ის ერთ-ერთი სტატიის ავტორი, უილ კატკარტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე წერს. ავტორი პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის როლს განიხილავს და მას არაფორმალურ ოლიგარქ მმართველად მოიხსენიებს.
"ქართველებს არ უნდა სცემდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ იცავენ დემოკრატიას, თუმცა ისინი ამისთვის მზად არიან. საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, არასწორად იფიქრა თავის ხალხზე, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი ხალხი შესაბამისად ვერ შეაფასა", - წერს ავტორი.
CNN ასევე წერს, რომ ივანიშვილი პოზიციებს კარგავს და სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს.
"ივანიშვილი სტაბილურ პოზიციას კარგავს. ის სულ უფრო სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მიუთითებს მზარდ მტრობაზე შეერთებული შტატების მიმართ. რაღაც აბსურდული გათვლებით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მმართველ პარტიას მომავალი წლის არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმაროს. მან მხარეები აირჩია", - წერს ავტორი.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.