"თბილისთან ახლოს ჯარი დგასო, ომი იწყებაოო..." - რას წერს სამირა ბაირამოვა აზერბაიჯანულ მედიაზე?
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე სოციალურ ქსელში წერს.
"აზერბაიჯანის მედიიდან მწერენ, რომ თბილისთან ახლოს ჯარი დგასო, ომი იწყებაოო, ამაზე ნიუსიც კი დევს იქაური მედიაში, ახლა ვდგები, რა ხდება?",- წერს ბარამოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 ტერიტორია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსის ჯარი ამ დრომდე დგას საქართველოს ამ რეგიონებში.