თეგებით ძიება
11. 03. 2023 ვიდეო

"უკრაინელმა სტუდენტებმა მოაწყვეს აქციები თბილისში. მათ უნდათ ხელისუფლების დამხობა" - ლალი მოროშკინა უკრაინის წინააღმდეგ გამოდის (ვიდეო)

კრემლის პროპაგანდისტ, ვლადიმერ სალავიოვთან გადაცემაში პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა თბილისში 7,8 და 9 მარტს გამართულ აქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის უკრაინელმა სტუდენტებმა დააორგანიზეს, ოფიციალურ კიევს კი საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

"უკრაინელმა სტუდენტებმა მოაწყვეს აქციები თბილისში. ეს ის უკრაინელები არიან, რომლებიც დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში, მათ უნდათ ხელისუფლების დამხობა ქართველ ნაციონალებთან ერთად.

რეალურად, უკრაინა მტრული სახელმწიფოა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს", - აცხადებს მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები ე.წ. რუსული კანონის წინააღდეგ იმართებიდა. მასში ქართველი სტუდენტები და საქართველოს რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს და წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციები 7 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების სემდეგ, 10 მარტს აქცია დაიშალა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა