საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ ორი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავა. ინფრომაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მარტს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:45 საათზე, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს.
პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა. როგორც ცნობილია, თავად სახლის მეპატრონე იმ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა.