უცნობ მამაკაცს აფთიაქში 2 მძევალი 4 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი - რა მოხდა გერმანიაში?
გერმანიის, ქალაქ კარლსრუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა.
თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. შტურმს წინ უძღოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები.
კარლსრუეში უცნობ მამაკაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მილიონ ევროზე მეტი ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდა.