თეგებით ძიება

"სტიკერის გაკვრისთვის შუშანა მაცაბერიძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს" - რას წერს ელენე ხოშტარია?

სტიკერის გაკვრისთვის "დროას" წევრს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს. 

"5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის

დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის "თვითნებურად განთავსების" გამო.

პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა