თეგებით ძიება
11. 03. 2023 ვიდეო

ვერ ვსუნთქავდი, მეწვოდა მთელი სახე, თუმცა აქ ვიდექი...არასდროს დავიხევ უკან - რას აცხადებს გოგო, რომელიც აქციაზე წყლის ჭავლს ახტებოდა? (ვიდეო)

არასრულწლოვანი გოგო აქციიდან, რომელიც თბილისში გამართულ მიტინგზე წყლის ჭავლს ახტებოდა, აცხადებს, რომ ის უკან არასდროს დაიხევს.

"ვერ ვსუნთქავდი, მეწვოდა მთელი სახე, თუმცა აქ ვიდექი. დილის ხუთის ნახევრამდე ვიყავი აქ, მე უკან არ დავიხევდი, არასდროს არ დავიხევ უკან", - აცხადებს არასრულწლოვანი "ფორმულასთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები ე.წ. რუსული კანონის წინააღდეგ იმართებიდა. მასში ქართველი სტუდენტები და საქართველოს რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს და წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციები 7 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების სემდეგ, 10 მარტს აქცია დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა