თეგებით ძიება

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ, 1347განაცხადი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge გამოყენებით წარედგინათ. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 77.13 % ქალია, ხოლო -22.87% კაცი.

29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 164 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება. თითოეულ უბანზე არის რვა ვაკანსია. საარჩევნო უბნების 83.54%-ზე (137 უბანი) შემოვიდა რვა კონკურსანტის განაცხადი. 21 საარჩევნო უბანზე – 9 კონკურსანტის; ოთხ საარჩევნო უბანზე – 10 კონკურსანტის; ორ საარჩევნო უბანზე კი შემოვიდა 11 კონკურსანტის განცხადება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 11-14მარტს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა