"კიდევ ერთი, ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე" - ვინ არის ბათუმში მოკლული 24 წლის ბიჭი?
ბათუმში, გვიან ღამით, ერთ-ერთ ღამის კლუბში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს.
გარდაცვლილი ნიკა თუთაშვილია. ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში "ემიგრატების იმედი", შოთო სიხალურიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა, ნიკა თუთაშვილი 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გლოვობს ბათუმი.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ნიკა თუთაშვილი.
კიდევ ერთი, ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...
გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს.
სიცოცხლე მინდა....
ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან მეგობრები.... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი", - წერს შოთო სიხალურიძე.
შეგახსენებთ, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.