თეგებით ძიება

"იტვირთება უხამსი ვიდეოები, მინდა გაცნობოთ, რომ..." - ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს

კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი სოციალური ქსელი გატეხეს, სადაც უხამსი შინაარსის კონტენტი იდება.

"ჩემო მეგობრებო, ვინაიდან შემომდის უამრავი შეტყობინება ჩემი ერთ-ერთი გვერდის შესახებ, რომ იტვირთება უხამსი ვიდეოები, მინდა გაცნობოთ, რომ გვერდი დაახლოებით ორი თვეა, რაც გატეხეს და სამწუხაროდ, მე ვეღარ ვაკონტროლებ. მიწერილი მაქვს ფეისბუქის ადმინისტრაციისთვის და ველოდები გვერდის დაბრუნებას ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გვერდის გაუქმებას. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის", - წერს გელშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა