გადავწყვიტე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო - ევგენი პრიგოჟინი
რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ 2024 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
"მივიღე გადაწყვეტილება, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტად კენჭი ვიყარო. ამ პოსტზე კონკურენციას გავუწევ პოროშენკოსა და ზელენსკის. თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ჭურვები აღარ იქნება საჭირო“, - განაცხადა პრიგოჟინმა.