"საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ" - ემანუელ მაკრონი (ვიდეო)
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ, რიში სუნაკთან გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ.
"მშვიდობისმყოფელის ინიციატივა ხელში უნდა აიღოს მთავრობამ და ის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უნდა გაათავისუფლოს, რათა სიტუაცია უფრო დამშვიდდეს" ამბობს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების ვიდეოს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს.