"არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული გმირობა ჩავიდინე" - რას ამბობს ქალი, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ იქცა? (ვიდეო)
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც წყლის ჭავლის მიუხედავად, მაინც განაგრძობდა პროტესტს, ნანა მალაშხიაა.
ის 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო.
ნანა მალაშხია "რადიო თავისუფლებათან" აქციაზე მომხდარ ამბავს იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.