თეგებით ძიება

ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი - თავდაცვის მინისტრი

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის პრინ­ციპს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

"ჩვენ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვი. ამა­ზე ვთან­ხმდე­ბით ყვე­ლა, ჩვენც და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ამო­ცა­ნას, რო­მელ­საც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვი ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

"დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი არე­გუ­ლი­რებს ჩვენს მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი შე­მუ­შავ­და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ასე­ვე კო­დექ­სიც ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა ეტაპ­ზე გა­ვი­ა­რეთ და იმ ვერ­სი­ა­ზე, რომ ჩვენ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი რე­ზერ­ვი, ამა­ზე ვთან­ხმდე­ბით ყვე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის” ეთერ­ში თავ­დაც­ვის კო­დექ­სის მიზ­ნებ­ზე, ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის კუ­თხით მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტი სწო­რედ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის უფრო მოქ­ნილ, გა­მარ­ტი­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში მოხ­დას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიზ­ნის, ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვის შექ­მნის მიღ­წე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სტუ­დენ­ტებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლა მხო­ლოდ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ე­ხე­ბათ.

"სტუ­დენ­ტე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აირ­ჩე­ვენ იმ პროგ­რა­მას, რო­მელ­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯა­რის გავ­ლას გუ­ლის­ხმობს“,-აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა