თეგებით ძიება

86 წლის დედა მოკლა... ამბობენ, პენსია არ მისცაო... - მარტვილში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში საზარელი მკვლელობა მოხდა - 54 წლის შვილმა 86 წლის დედა ნაჯახით მოკლა. შემთხვევა ქალთა დღეს, 8 მარტს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შვილმა დედის მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა და ორი დღის განმავლობაში, როგორც ჭირისუფალი სამძიმარს იღებდა.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მეზობლები ამბობენ, დათვალიერების შემდეგ ცხედარს ემჩნევა, რომ ქალი მოკლულია.

მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა. 

54 წლის მამაკაცი დაკავებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა