თეგებით ძიება
12. 03. 2023 მსოფლიო

მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით, ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არცერთში - რომის პაპი

რომის პაპი, ფრანცისკე აცხადებს, რომ მზად არის, ჩავიდეს კიევში, თუმცა იმ პირობით, თუ მოსკოვშიც ჩავა. ამის შესახებ მან არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით. ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არც ერთში.

ვიმედოვნებ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ, თუმცა არანაირი დაპირებები არ არის“,– განაცხადა პაპმა.

რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში მასთან აუდიენციისთვის ჩასვლა შესთავაზა.

„თუმცა საბოლოოდ მან ვიზიტი გადადო დაბომბვის დაწყების შემდეგ და თქვა, რომ არ აუქმებს მას, არამედ გადადებს იმ მომენტამდე, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს“, – დასძინა რომის პაპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა