თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურში შეხვედრებს გამართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში შეხვედრებს გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი გამართავენ.

„ევროკავშირის რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავით თეთრზე დაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი საქართველოში, ყველამ ნახა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურად. ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყვნენ გათავისუფლებული. იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს პირობები და დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს.

ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა