თეგებით ძიება

„გადაეკეტა ტვინი... შეშა ჩავარტყიო, აღიარა...“ - რას ჰყვებიან დედის მკვლელობაში ბრალდებულის ძმები?

მარტვილში, შვილის მიერ ნაჯახით მოკლული ქალის შვილები აცხადებენ, რომ მათი ძმა ალკოჰოლდამოკიდებული იყო და დედასთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა.

„გვყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი. ვითომ ფულს სთხოვდა დედაჩემს. დედაჩემს ფული არ გააჩნდა. რაც პენსიონერი გახდა, კაპიკი მაგას ჯიბეში არ ჩაუდვია", - ამბობს მოკლულის შვილი.

მოკლული ქალის, მეორე შვილი ამბობს, რომ მისმა ძმამ დედის მკვლელობა მეორე დღეს აღიარა.

„ღამის 22:00 საათზე მოვედი და დამხვდა მკვდარი. გადავხადე, დედაჩემს ვტიროდი, ცხედარი სისხლიანი იყო. შუბლზე ჰქონდა ჭრილობა. ჩემმა ძმამ თქვა, გასული ვიყავიო სადღაც და წაქცეული იყოო აქ, სახლში. მეორე დღეს აღიარა, რომ ასე და ასე გავაკეთეო. შეშა ჩავარტყიო. ხელები აქვს დაზიანებული და შუბლი, ზურგიც", - ამბობს მოკლულის შვილი.

ცნობისთვის, 54 წლის კაცმა საკუთარი დედა 8 მარტს მოკლა, შემდეგ ფაქტი დამალა და დედის ცხედართან სამძიმარს იღებდა. კაცი ამჟამად დაკავებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა