თეგებით ძიება

პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ერთი კვირაა ყოვნდება - გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

„უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. ეს პოლონელი ექიმები ჩამოდიან არა თავიანთი ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული მდგომარეობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტ სააკაშვილი მოინახულონ.

ჩვენ ხვალ მივემგზავრებით სტრასბურგში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. შეხვედრების მიზანი სამუშაო გრაფიკი არის პუტინის პატიმრები, ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად, ბილ ბრაუდერის ჯგუფთან ერთად იმ ქმედებებზე, რასაც პუტინი მისი პატიმრების წინაშე სჩადის“, - აცხადებს ჩალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა