თეგებით ძიება

მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანია დაიწყონ საპროტესტო მოძრაობა - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების ჯანსაღი პროტესტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

„ვანო მერაბიშვილის პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანია დაიწყონ საპროტესტო მოძრაობა, რათა ხელისუფლება შეცვალონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის მსხვერპლი. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პროტესტის უკან, რომელიც ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიერ გულწრფელად იყო გამოხატული, ასეთი ძალები ცდილობენ ამ გეგმების განხორციელებას“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა