თეგებით ძიება

დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წარედგინა

მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

გამოძიება 54 წლის კაცს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ის ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია.

საქმე განსახილველად სასამართლოში, სავარაუდოდ ხვალ, 13 მარტს შევა.

შეგახსენებთ, მარტვილში მკვლელობა 8 მარტს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მოგვიანებით, დაკითხვაზე კაცმა დანაშაული აღიარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა