თეგებით ძიება

ვისურვებდი ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს ხელისუფლება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, მიესლმება ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას.

„შევეცდები აგიხსნათ პოლიტიკური კონტექსტი. ამ კანონით მოხდა იმის ლუსტრაცია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია და რომ მას არ შეუძლია მოლაპარაკება. ტარდება მიტინგები, არბევენ მიტინგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აცნობიერებენ, რომ ეს მიტინგები უფრო დიდ ფორმატში გადაიზრდება, ხელისუფლება ამბობს, რომ უკან იწვევს ამ კანონს. ხალხი მაინც ქუჩაში რჩება და ეუბნება მათ: არა, არ გვჯერა თქვენი, თქვენ უკვე ბევრჯერ მოგვატყუეთ. ამის შემდეგ ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ მეორე დღეს ოფიციალურად ჩააგდებს კანონს, მაგრამ ხალხს მაინც არ სჯერა და მეორე დღეს ისევ დგება აქციაზე, სანამ ხელისუფლება პირობას არ შეასრულებს. პრაქტიკულად, ამით ხალხმა პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ მათ არ სჯერათ ხელისუფლების 24 საათითაც კი. ეს უკვე დელეგიტიმაციზაციის პიკია და შესაბამისად, უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია არჩევნების გზით. ლეგიტიმაციის სხვა ფორმატი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი დაძაბულობა იქნება. არ შეიძლება ასე მართვა, მაშინ, როდესაც თქვენი მართვის სუბიექტს, ხალხს, არ სჯერა არცერთი თქვენი სიტყვის და ყოველ წუთში უნდა ამტკიცოთ, რომ არ იტყუებით და კრემლთან არ თანამშრომლობთ. ვფიქრობ, ვექტორი ხელისუფლების ცვლილების სახეზეა, მაგრამ ფორმები ჯერ ბუნდოვანია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა