თეგებით ძიება
12. 03. 2023 მსოფლიო

ირანში მოსწავლეების მოწამვლის ბრალდებით, 100-ზე მეტი პირი დააკავეს

ირანში, სკოლის მოსწავლე გოგოების მოწამვლის ბრალდებით 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

CNN-ის ცნობით, ზოგიერთი ირანელი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ გოგოები, შესაძლოა, რელიგიური ჯგუფების სამიზნე იყვნენ, რომლებიც მათ განათლებას ეწინააღმდეგებიან. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან და ასევე მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, მოწამვლის შედეგად ქვეყნის 25 პროვინციაში, 230-მდე სკოლაში 5 000-ზე მეტი მოსწავლე დაზარალდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა