თეგებით ძიება

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხელისუფლების გონიერება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 7-9 მარტს მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხელისუფლების სიძლიერე და გონიერება. ამის შესახებ მან „ტვ იმედის“ ეთერში თქვა. 

""ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კანონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს შეეხებოდა უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას..." - თქვა ღარიბაშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა