ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 8-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ აქციებზე 60-მდე პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.