თქვენ ისეთივე ხართ, როგორი აზრებიც გაქვთ - როგორ ქმნის თქვენი გონება სამყაროს, რომელშიც ცხოვრობთ?
თქვენ ისეთივე ხართ, როგორი აზრებიც გაქვთ. თუ გსურთ, შეცვალოთ საკუთარი თავი, ჯერ აზროვნების შეცვლით დაიწყეთ. ადამიანის ყველა მოქმედება თავისივე აზრების ფარული თესლიდან წარმოიქმნება.
დადებითი აზროვნება ვერასოდეს მოიტანს ცუდ შედეგებს, ცუდი აზრები და მოქმედებები კი - კარგ შედეგს.
თქვენი გონება ბაღს ჰგავს - თუ თქვენს ბაღში ლამაზ ყვავილებს არ დარგავთ, ბაღი თავად გაზრდის უსარგებლო სარეველას.
ისევე, როგორც მებაღე ასუფთავებს ნიადაგს ყველა ზედმეტი მცენარისგან, ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობაა, დარგოს სასარგებლო მცენარე, მორწყას ისინი და ამავდროულად გაანადგუროს ყველა სარეველა. როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენი ცხოვრება მშვენიერდება, მაგრამ, როცა პირიქით, ჩვენდაუნებურად, სარეველას ვკვებავთ, ჩვენი ცხოვრება ქაოტური ხდება.
როგორ და რას ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ გონებრივ, არამედ ფიზიკურ დონეზეც. სხეული გონების მსახურია და, შეგნებულად თუ მექანიკურად, მის წესრიგსვე ემორჩილება.
ზოგჯერ გგონია, რომ სამყარო გეწინააღმდეგება, ცდები, მეგობარო. შენ არ ყალიბდები გარემოებებით, არამედ გარე სამყარო ყალიბდება შენი აზრებით შექმნილ შინაგან სამყაროში. ყოველთვის გაქვს თავისუფლება, აირჩიო როგორ მოიქცე რთულ სიტუაციაში. საუკეთესო რეაქცია ყოველთვის არის არჩევანის გაკეთება იმ სფეროებზე, რომლებსაც შენვე მართავ.
მოქმედებები და აზრები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. თქვენ მიაღწევთ იმას, რისიც გჯერათ. ეს იდეა მიზიდულობის კანონს გავს. მხოლოდ აზრების ქონა საკმარისი არ არის. ფიქრები მხოლოდ საწყისი წერტილია და, სასურველი შედეგების მისაღებად, აუცილებელია მათი შესაბამისობა სწორ მოქმედებებთან.