ტრაგედია ბათუმში - ბულვარში ბავშვი დაიღუპა
ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც 12 მარტს გვიან ღამით, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.
ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.