თეგებით ძიება

სტანდარტული რუსული ბოდვაა, რომელიც აქ გადმოამღერა - ზურაბ ჯაფარიძე პრემიერზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ლაპარაკი სტანდარტული რუსული ბოდვაა. ამის შესახებ მან "ფორმულას ეთერში“ ჩართვისას განაცხადა. 

"სატანისტებს რაც შეეხება, შეიძლება, დღეს ეს სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის, ეს ჩვეულებრივი რუსული მესიჯია. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ მე რუსულ არხებს ვუყურებ.

ჩვეულებრივი, სტანდარტული ამბავია. რუსულ არხებზე ჰყვებიან - სიტყვაზე, თუ რუსული არმია რომელიმე უკრაინულ სოფელს დაიკავებს, შემდეგ იქ გადაღებულ კადრებს აჩვენებენ, როგორ იყო იქ მოწყობილი რაღაც სატანისტების კუთხეები და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული რუსული ბოდვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა აქ, ჩემთან მიმართებით გადმოამღერა. ამაში ახალი არაფერი არ არის, რუსულიდან გადმოღებულია“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის ეთერში“ განაცხადა, რომ პარლამენტთან 7-9 მარტის აქციებზე რამდენიმე ახალგაზრდას სატანისტების ფორმა ეცვა.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა