ბათუმში დაღუპული 9 წლის ბავშვის უმცროსი ძმის მდგომარეობა მძიმეა
9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა, მისი 3 წლის ძმის მდგომარეობა, რომელთან ერთადაც იყო ის ბატუტზე. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.
ცნობისთვის, ძმები წუხელ დაშავდნენ. ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა.
შემთხვევა გვიან საღამოს, 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების დედა უკრაინელია, მამა - ქართველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.