გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს (ფოტოები)
გორში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს.
ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი. შენობას ქვები ესროლეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ენმ-ში ამბობენ, რომ პოლიციამ რეაგირება მომხდარი დარბევებიდან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოახდინა.