თეგებით ძიება

გაჩერებას არ ვაპირებთ, ომი გრძელდება - ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება.

"საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ერთი წინაღობა კანონის სახით მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე ჯერ კიდევ დგას „ქართული ოცნება“. 

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციას, ვხედავთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლის რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ჩვენი კანდიდატობის მისაღებად მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და იგივე კონსოლიდაციით შევუტიოთ მთავრობას. 

ჩვენ ვხედავთ რომ სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს და ზუსტად ასე გავაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი არჩევანი არ ვაპირებთ ქვეყანა რუსულ მთავრობას დავუთმოთ“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა