თეგებით ძიება

რა დღეში ჩავარდნენ, ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, ამათ სიმონიანის ეშინიათ - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეშინებულები არიან.

„ქოცებში“ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც „წითელ ხაზს“ არ გადიან, მაგრამ საინტერესო ხომ არის, სერგეენკომ რატომ არ მისცა მათ ხმა. სერგეენკო გადანახული პარტიაა. მე ასე მგონია, უახლოეს პერიოდში, როცა უკრაინის ჯარების წარმატება ცხადზე ცხადი იქნება, პაპუაშვილს აუცილებლად გაუშვებს ბიძინა. ჩემი ვარაუდით, მოიყვანს სერგეენკოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ღარიბაშვილსაც გააგდებს, მოიყვანს ან კუჭავს ან ამ ყიფიანს. დაიწყებენ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გეგმაზომიერად. მერე ჩატარდება წესიერად არჩევნები და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან „დაახვევს“,-განაცხადა სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა