კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა 3,6 ტონა კოკაინი ამოიღო
კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა 3,6 ტონა კოკაინი ამოიღო. გემის შემოწმებისას ნარკოტიკების გადაზიდვასთან ერთად, ასევე, აღმოაჩინეს ორი ცხედარი და ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საწვავის ტოქსიკური აირების ჩასუნთქვის გამო.
ნახევრად წყალქვეშა ნავს ნარკოტიკები ცენტრალური ამერიკისკენ მიჰქონდა.