თეგებით ძიება

თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგ ცვლილებას დისკრიმინაციულიად აფასებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა.

საია მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს და დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის დაცვა.

„საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს", - აცხადებს საია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა