უკრაინელი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან საკუთარ ქორწილში ტანკით მივიდა
უკრაინელი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან საკუთარ ქორწილში ტანკით მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბახმუტის მცველმა, ბოგდან არტემოვმა საკუთარ ქორწილში მისვლა თანამებრძოლების დახმარებით შეძლო. რთული ბრძოლების და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, კაცი ბახმუტიდან ჩერკასში ჩასვლას ვერ ახერხებდა, თუმცა 93-ე ბრიგადის მებრძოლებმა მისი ფრონტის ხაზიდან გაყვანა ტანკის საშუალებით შეძლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოგდანმა საკუთარ ქორწილს მიუსწრო, 10 დღეში კი ისევ ომში დაბრუნდება.
ცნობისთვის, ნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.