თუ კონკრეტულ პირებს აქვთ სურვილი, „ქართული ოცნება“ დატოვონ, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ კონკრეტულ პირებს „ქართული ოცნების“ დატოვება სურთ, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ. ამით კალაძემ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დეპუტატი მმართველი გუნდის დატოვებას აპირებს.
„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პირებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია “ქართული ოცნება”, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ“, - განაცხადა კალაძემ.