თეგებით ძიება

ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები - ალეკო ელისაშვილი

მერაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არც აქციის ორგანიზატორი იყო და არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მერაბიშვილს მისდამი ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე დაცვის გარეშე უნდა მივიდეს.

„გასაგებია ქართველი პოლიტიკოსების სიხარბე, აქციებს ებღლარძუნებიან და ჰგონიათ, ხალხი თვითონ გამოიყვანეს. არ ვიბრალებ, რომ ხალხი მე გამოვიყვანე, მაგრამ საპროტესტო აქციაზე ვიდექი, რადგან აღშფოთებული ვიყავი და პროტესტი მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს სხვებმა უფრო რეალისტურად უნდა შეხედონ. იქ ხალხი არც მერაბიშვილის, არც სააკაშვილის, არც „ნაციონალების“ გამო გამოსულა. ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით რამდენი ადამიანი გამოვიდა, კი ვნახეთ. ორი-სამი კვირა მთელ საქართველოში დადიოდნენ და, ჯამში, ვნახეთ, რამდენი ადამიანი გამოიყვანეს, 200 კაცი ვერ შეაგროვეს.

ეს ხალხი სხვა რამემ გამოიყვანა და ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ, განსაკუთრებით, ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები, როგორიც მერაბიშვილია. რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება. გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს", - განაცხადა ელისაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო პრაქტიკულად არის რუსეთის მოკავშირე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა