სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა - Reuters
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, სი ძინპინი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
"ეს იმაზე უფრო ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - წერს გამოცემა.