წყლის ნაცვლად საკუთარ სისხლს ვსვამდი და თაბაშირ-მუყაოს ვჭამდი - რას ყვება 12 წლის ბავშვი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევებში 128 საათი გაატარა? (ვიდეო)
12 წლის აბდულჰადირ გიოქაია თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 128 საათის შემდეგ ამოიყვანეს მაშველებმა. ბიჭი მედიასთან იხსენებს ნანგრევებში გატარებულ დღეებს და ამბობს, როგორ მოახერხა გადარჩენა.
"წყლის ნაცვლად საკუთარ სისხლს ვსვამდი და თაბაშირ-მუყაოს ვჭამდი", - ამბობს ბიჭი, რომელიც საავადმყოფოში იმ მაშველებმა მოინახულეს, რომლებმაც ის გადაარჩინეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 48 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.