ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - რას ამბობენ კლინიკაში მოზარდზე, რომლის 9 წლის ძმაც ბათუმში დაიღუპა?
ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 9 წლის ბავშვის, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.
"ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა pia.ge-სთან საუბრისას "ევექსის“ კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა.
შემთხვევა გვიან ღამე, 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის
გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.