თეგებით ძიება

"საქართველოს ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით" - რას წერს დავით არახამია?

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით.

"„საქართველოს პრემიერ მინისტრმა გულმოსულმა განაცხადა, თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. მე მგონი, მთელს მსოფლიოს ესმის, რომ საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსეთის აგენტებით, დემოკრატიის შენარჩუნება მთელი მსოფლიო საზოგადოების ძირითადი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, ათობით ათასი ახალგაზრდა ადამიანს ესმის ეს საქართველოში, ხოლო პრემიერ მინისტრი თავს ისე აჩვენებს, რომ ეს არ ესმის. ვფიქრობ, ის ამის გააზრებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მისი ახლო გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ამის გამოძიებას არავინ დაიწყებს, რადგან „ხელი ხელს ბანს“. P.S. ისიც საკმარისია, ქართველ ხალხს აშინებენ, რომ უკრაინას საქართველოში ომის სურს. ჩვენ, ისე როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა, არავის არ ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას ევროკავშირში შესვლა მოძმე ქართველებთან ერთად სურს და ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება სრულიად საპირისპირო მიმართულებით“, - წერს არახამია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა